იაია ტურე: “გულშემატკივრები მომკლავენ”

604

“მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა იაია ტურემ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. კოტ’დიუარელი ფეხბურთელის თქმით, მისი სურვილი პოლ პოგბას გვერდით თამაშია, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა არ სურს.

„მე მსურს იმ გუნდში გადავიდე, სადაც წარმატებული ვიქნები. ვხვდები, რომ ერთ დღეს შეიძლება მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ თამაში მომიწიოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ეს ჩემი საქმის ნაწილია.

რა თქმა უდნა, ჩემთვის სხვა კლუბში გადასვლა რთული იქნება, რადგან სიტის სახელით დიდხანს გამოვდიოდი. მიუხედავად ამისა აუცილებლად მაქვს გადაწყვეტილი, რომ თამაში უმაღლეს დონეზე გავაგრძელო, რაც ჩემპიონთა ან ევროპის ლიგას გულისხმობს. მსურს ორი ან მეტი წელი ვითამაშო.

მე მომწონს პოგბა, დე ბრუინი და სილვა. პოლი და მე ერთ პოზიციაზე, თუმცა განსხვავებული სტილით ვთამაშობთ. ეს ის ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მე სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ როდესაც მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე ვფიქრდები, ვამბობ, არა, არა, გულშემატკივრები მომკლავენ!“ – თქვა 35 წლის ფეხბურთელმა.