მარეკ ჰამშიკი “ნაპოლის” ემშვიდობება

403

იტალიური “ნაპოლის” კაპიტანი მარეკ ჰამშეკი გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდა. 30 წლის შემტევი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ნეაპოლურ კლუბში მისი მაქსიმუმი გააკეთა და ახლა დროა ძალები სხვა კლუბში მოსინჯოს.

“ჩვენ გვწამდა, რომ ტიტულს მოვიგებდით, მაგრამ ეს კვლავ ვერ შევძელით. ძალიან ვწუხვარ, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მქუხარე მხარდაჭერისათვის.

ალბათ დადგა დრო, როდესაც ჩვენი გზები უნდა გაიყაროს. ვაღიარებ, მინდა ძალები სხვა კლუბში მოვსინჯო და ახალი გამოწვევები მივიღო”, – განაცხადა სლოვაკმა ფეხბურთელმა.

აქვე გეტყვით, რომ ჰამშიკის გადაბირება ჩინურ “შანდონ ლუნენს” სურს, რომელიც სლოვაკის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ჩამოდის. აღნიშნულ ინფორმაციას CalcioNapoli24 ავრცელებს.

შეგახსენებთ, 2017-2018 წლების სეზონში ჰამშიკმა “ნაპოლის” მაისური 49-ჯერ მოირგო და 7 გოლის გატანა მოახერხა.