,,მილანი” 23.05.2007 – 23.05.2018

472

იტალიურ ,,მილანს” შესაძლოა სერიოზული სანქციები დაუწესდეს, რითიც ევროპა ლიგის მომდევნო გათამაშებას ჩამოშორდება და დიდი ალბათობით ტრანსფერების განხორციელება აეკრძალებათ.

როგორც ჩანს უეფამ ,,მილანს” მიერ წარდგენილი გეგმა დაიწუნა და ყოველივე ეს აქედან გახლავთ გამოწვეული. არსებული ვალი გუნდმა 2018 წლის ოქტომბერამდე უნდა დაფაროს, რაზეც ფეხბურთის მმართველ ორგანოში ეჭვები ჩნდება.

გთავაზობთ მილანური მხარის კომენტარს ამ თემის თაობაზე

ფასონე: “ძალიან გაოცებულები ვართ, უეფასგან ასეთ პასუხს არ ველოდით რადგან ჩვენ ვთვლიდით, რომ ყველაფერი სწორედ წარვადგინეთ. ჩვენ მკაფიო პოზიციას შევინარჩუნებთ, ჩვენ კომპანია “ელიოტთან” ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ისინი ჩვენ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში გვეხმარებოდნენ და ამის შესახებ უეფაში იცოდნენ. უეფა მილანის სახელსა და იმიჯს ანადგურებს. ჩვენ უკანონოს არაფერს ვაკეთებთ. ხვალიდან უფრო კარგად გავაანალიზებთ მოცრმულ მდგომარეობას და აუცილებლად ვიმოქმედებთ.”
ფასონე: “ხვალ ჩვენს ადვოკატებს გავესაუბრებით და შემდგომ გადავწყვიტავთ თუ როგორ ვიმოქმედებთ.”
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 23 მაისს ,,მილანმა” კლუბის ისტორიაში მე-7 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 11 წლის თავზე კი ასეთი პრობლემის წინაშე დგას.
ეს ვერდიქტი საბოლოო არ არის და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველაფერს ნათელი ივნისის თვეში მოეფინება