,,სამტრედია” ლიდერებმა დატოვეს

290

საქართველოს ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედალოსნების რიგები კაპიტანმა, ბუბა დაუშვილმა და ვიცე–კაპიტანმა, ომარ მიგინეიშვილმა დატოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “სამტრედიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და როგორც განცხადებაში წერია, მხარეები ერთმანეთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაშორდნენ.

მოგეხსენებათ, ბუბა დაუშვილი “სამტრედიას” 2018 წლის თებერვალში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მისი სამტრედიული კარიერა მხოლოდ 3 თვე გაგრძელდა, ხოლო ომარ მიგინეიშვილი იმერული კლუბის კარს 2016 წლიდან იცავდა.

წყარო: adjarasport.com