საწყისი ფასი – 60 მილიონი

623

მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიომ უკვე აარჩია რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა ზაფხულში შეძენასაც შეეცდება. ერთ-ერთი მათგანი შახტარის ლიდერი ფრედი გახლავთ. არახალია, რომ მანჩესტერს უკვე დიდი ხანია, რაც ბრაზილიელის დამატება სურს.

The Thelegraph-ის ცნობით, უკრაინელები თანახმანი არიან, სამხრეთ ამერიკელს შეელიონ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ბრიტანული გრანდი 60 მილიონ ევროს გადაიხდის. ფრედი ფონსეკას გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და აქედან გამომდინარე არ უნდა გვიკვირდეს, რომ მასში დიდი თანხას ითხოვენ.

2017-18 წლების სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა უკრაინის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 5 საგოლე გადაცემით მოამარაგა.

leadersport.ge