“ჩელსი” 100 მილიონს ამზადებს

612

“ჩელსი” ზაფხულში ფორვარდის დამატებას შეეცდება. მოგეხსენებათ გუნდი დიეგო კოშტამ დატოვა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მის გზას ალვარო მორატაც დაადგეს. აქედან გამომდინარე “არისოკრატები” თავდამსხმელის შეძენაზე ფიქრობენ.

Thelegraph-ის ცნობით, ინგლისელები “ბაიერნიდან” რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებას აპირებენ. აქვე გეტყვით, რომ ლონდონელები გერმანელებს მე-9 ნომრის ნაცვლად 100 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

საერთოდაც რობერტი საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელია. შეგახსნებთ, რომ მისი შეძენა “მანჩესტერს”, “რეალსა” და პსჟ-ს სურთ.

ამ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა 48 მატჩი ჩაატარა და გერმანელმთა გულშემატკივრები 41-ჯერ გაახარა.