Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

613

Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.

ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებსმოუწოდებსბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს,რომელიც 14 ივნისს მოსკოვში გაიმართება.

ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა განაცხადა.

„მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ ვიდრე ის არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა სირიაში ბოლო მოუღოს რუსი და სირიელი სამხედროების მხეცობას, ისინი არ დასხდებიან ვიპ-ლოჟაში გახსნის თამაშზე,“ – განაცხადა კენეტ როტმა.