,,მილანმა” ჯიჯიოს ფასი დააკლო

442

“ლივერპულს” “მილანის” თინეიჯერი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა სურს, მაგრამ ჯერჯერობით, ინგლისელები იტალიელებს სატრანსფერო ფასზე ვერ უთანხმდებიან. აპენინური მედიის ცნობით, “როსონერი” კომპრომისზე წავა და 19 წლის ფეხბურთელის ფასს გააიაფებს.

მერსისაიდელები დონარუმაში 40 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ მილანელებმა 2-ჯერ მეტი მოითხოვეს. ზაფხულში, “როსონერი” დათმობაზე წავა და ფეხბურთელს 55 მილიონ ევროდ შეელევა.

წყარო: adjarasport.com