ოფიციალურად: ინიესტას ახალი კლუბი ცნობილია

489

ბარსელონას აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მისი იაპონურ კლუბ “ვისელ კობეში” გადასვლა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

ინიესტას კობეში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, რადგან ამ კლუბის აქციების ნაწილის მფლობელი ჰიროში მიკიტანი კომპანია „რაკუტენის“ დამფუძნებელიცაა, რომელიც თავის მხრივ სწორედ ბარსელონას სპონსორია, ამან კი მხარეებს შორის კომუნიკაცია გაამარტივა.

საინტერესოა, რომ ინიესტას გუნდში ისეთი ფეხბურთელი დახვდება, როგორიც ლონდონის არსენალისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკია.

შეგახსნებთ, ინიესტამ ბარსელონაში კარიერის განმავლობაში 675 შეხვედრა ჩაატარა, 57 გოლი გაიტანა, 142 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველაზე მეტი, 34 ტიტული მოიგო.