რონალდუ: “23 წლის ვარ!”

547

ჟურნალისტებმა მადრიდის “რეალის” ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს 2 წლის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენეს. მაშინ, პორტუგალიელმა თქვა, რომ ფეხბურთის თამაშს 31 წლამდე აპირებდა.

“ასე ვთქვი? (იცინის). წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგან ჩემი ბიოლოგიური ასაკი 23 წელია”, – უთხრა თავდამსხმელმა Mundo Deportivo-ს.

შეგახსენებთ, რომ რეალურად, რონალდუ 33 წლისაა.