გვარდიოლას ,,რეალის” ლიდერი სურს

626

“მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა მადრიდის “რეალიდან” ისკოს გადაბირებას ჯიუტად ცდილობს. ბრიტანული მედიის ცნობით, “ქალაქელები” 26 წლის ესპანელში 80 მილიონ ევროს იხდიან.

ისკოს “რეალის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, გვარდიოლა კი, მას სასტარტო თერთმეტეულში მოიაზრებს. ესპანელს მადრიდელები წელიწადში 6 მილიონ ევროს უხდიან, “სიტი” – 10 მილიონს სთავაზობს. თანაც, შესაძლოა, ბონუსების ჩათვლით, მისი ანაზღაურება 11.5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

წყარო: adjarasport.com