გჯერათ რონალდუს ცრემლის? დადეთ!

481

ამინდზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მარჯვენა თუ მარცხენა ფეხით გატანილ გოლებზე, მომავალ მწვრთნელებზე, ახალ ვარცხნილობაზე, გათხოვების ასაკზე … ამ და სხვა ამგვარ პოზიციას მრავლად შეხვდებით ხოლმე საბუქმეიკერო კანტორებში.
აგერ, ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი ფინალის წინ კი ტოტალიზატორმა Tennisi -მ სრულიად ახალი და ცოტა არ იყოს სახალისო კითხვა

დაუსვა: იტირებს თუ არა ფინალში კრიშტიანუ რონალდუ?

ფინალშიო და, აქ ალბათ, მატჩის შემდგომი ამბები იგულისხმება, თორემ, აბა, თამაშისას არამგონია კრიშტიანუს ცრემლების მისწმინდად ეცალოს. Tennisi – სთვის რონალდუს ცრემლები 2.55 ღირს, უცრემლობა – 1.45.
არის ასეთი პოზიციაც: გაიტანს თუ არა სერხიო რამოსი გოლს კომპენსირებულ დროში; შეწყდება თუ არა რეალი – ლივერპულის ფინალი პიროტექნიკის გამოყენების გამო; გააფრთხილებენ თუ არა კრიშტიანუს სიმულიაციის გამო…


leadersport