რონალდინიო ორი ცოლის შერთვას აპირებს

671

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდინიო ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ემზადება.

ბარსელონას, პსჟ-სა და მილანის ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა წელიწადნახევრის წინ დაასრულა, დაოჯახებას და ერთდროულად ორი მეუღლის შერთვას აპირებს.

38 წლის ვეტერანის თქმით, ის დეკემბრის შემდეგ, რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში პრისელასა და ბეატრისთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრობს და განშორება არც ერთთან სურს.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი შემტევი დაქორწინებას აგვისტოში გეგმავს.

Mirror-ის ინფორმაციით, რონალდინიო ორივე გოგონასთნ ერთად საქორწინო ცერემონიალის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობს. ამჟამად, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მუსიკის შერჩევის პროცესშია.

მასალაში ნათქვამია ისიც, რომ 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი ქორწილში ბევრი ცნობილი სახის დაპატიჟებას გეგმავს.