სალაჰი ფინალის გამო რწმენას განუდგა

876

საფეხბურთო კლუბ ”ლივერპულის” ფიზიოთერაპევტის რუბენ პონსის განცხადებით მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ფინალმდე ორი დღე მარხვას არ დაიცავს.

ეგვიპტელი, რომელმაც ”ენფილდზე” სადებიუტო სეზონში 44 გოლი გაიტანა, მორწმუნე მუსლიმია. რამადანის მარხვა 16 მაისს დაიწყო და სალაჰი მზის ჩასვლამდე მძიმე მარხვას იცავდა, რაც საკვებისა და სასმელის მიღებისგან თავის შეკავებას გულისხმობს.

სალაჰი თვითმფრინავის სალონში ყურანს კითხულობს

ეგვიპტური გაზეთი Al Masry al Youm-ის ცნობით სალაჰმა უარი თქვა მარხვის დარღვევაზე, მაგრამ რუბენ პონსმა რადიო cadenaser-თან საუბარში აღნიშნა, რომ 25 წლის ფეხბურთელი პარასკევს და შაბათს საკვებს მიიღებს.

”ჩვენ ვიყავით მარბელაში და კვების სპეციალისტმა მას დაუდგინა სამუშაო გეგმა.  ფეხბურთელი პარასკევს და შაბათს არ იმარხულებს. ამგვარად მისი სხეული უარყოფითი გავლენისგან დაცულია” – აღნიშნა პონსმა ესპანურ რადიოსთან საუბარში.

როგორც liverpoolecho წერს მორწმუნე მუსლიმს მოგზაურობისას მარხვის დარღვევის უფლება აქვს. სალაჰის მსგავსად სადიო მანე და ემრე ჩანი მორწმუნე მუსლიმები არიან, თუმცა უცნობია იდენტურია თუ არა მათი  და მოს კვების რეჟიმი.