სუმოს ტერმინები – მცირე ლექსიკონი ქართველი გულშემატკივრებისათვის

1369

ზაფხულის ბაშო ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის ტრიუმფით მიმდინარეობს.

ვინაიდან სუმოს ტერმინოლოგია რთულად აღსაქმელია, გთავაზობთ სუმოს მცირე “ლექსიკონს”. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინებია და სინამდვილეში მათი რიცხვი დიდია.

სუმოს მცირე ლექსიკონი

ჰაცუ ბაშო – სეზონის გახსნის სუპერტურნირი

იუშო – გამარჯვება ბაშოზე

მაეგაშირა – ელიტის რიგითი სუმოისტი

იოკოძუნა – ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, შეესაბამება ქართულ დიდ ჩემპიონს

ოძეკი – მეორე რანგი სუმოში, ჩემპიონი

სეკივაკე – მესამე რანგი სუმოში

კომუსუბი – მეოთხე რანგი სუმოში

იმპერატორის თასი – გადაეცემა ბაშოს გამარჯვებულ სუმოისტს.

შიკონა – საბრძოლო სახელი. მაგალითად, ტოჩინოშინი

კინბოში – ვარსკლავი, რომელიც ენიჭება რიგით სუმოისტს დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის

ტოჩინოშინ ცუიოში

ლევან გორგაძე
დაიბადა: 1987 წ. 13 ოქტომბერი
სიმაღლე: 192 სმ.
წონა: 177 კგ.
კარიერის სტატისტიკა
73 ბაშო
53 ბაშო ელიტაში
ყველაზე მაღალი რანგი: სეკივაკე
ტიტულები
1- იმპერატორის თასი
3-ჯერ ვიცე-ჩემპიონი
5 მებრძოლი სულის პრიზი
1 ყველაზე ტექნიკური სუმოისტი
2 კინბოში

გაგამარუ მასარუ

თეიმურაზ ჯუღელი
დაიბადა: 1987 წ. 23 თებერვალი
სიმაღლე: 185 სმ.
წონა: 198 კგ.
კარიერის სტატისტიკა
75 ბაშო
36 ბაშო ელიტაში
ყველაზე მაღალი რანგი: კომუსუბი
ტიტულები
ერთხელ ვიცე-ჩემპიონი
2 მებრძოლი სულის პრიზი
1 კინბოში

წყარო: popsport.com