იურგენ კლოპი: “ზიდანს და მე არაფერი გაგვეგება”

760

დღეს დიდი მატჩია. მთელი მსოფლიოს ყურადღება კიევისკენ იქნება მიმართული. ვინ დაისაკუთრებს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონის თასს? “რეალი” მეცამეტედ თუ “ლივერპული” მეექვსედ?

“მერსისაიდელთა” დამრიგებელი იურგენ კლოპი მატჩის წინ საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს:

„ბევრს ჰგონია, რომ ზინედინ ზიდანი ტაქტიკურ განლაგებებში მოიკოჭლებს. არ არის გამორიცხული ჩემზეც იგივეს ფიქრობდნენ. ამიტომ, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელი სიტუაციაა შექმნილი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ისეთი მწვრთნელის ჭიდილი იქნება, რომლებსაც საფეხბურთო ტაქტიკის არაფერი გაეგებათ.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს. ზიდანი ორწელიწადნახევარია რეალს ავარჯიშებ და შანსი აქვს მესამედ მოაგებინოს გუნდს ჩემპიონთა ლიგა. ეს უპრეცენდენტო მოვლენა იქნება. ასეთი რამ, არასდროს არავის გაუკეთებია. ზიდანი ისეთვე შეუდარებელი მწვრთნელია, როგორი ფეხბურთელიც იყო. ვშიშობ, ფინალში ზიდანისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ“ – ამბობს იურგენ კლოპი.