ევროპის ჩემპიონები მუნდიალზე(ნაწილი 2)

629

მეკარე

პორტუგალიის ნაკრებისთვის, რუის გამოჩენასთან ერთად მეკარის პრობლემა გაქრა. ის საკმაოდ საიმედო კიპერია და დღესაც ,,ნაპოლის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან პეპე რეინა გაისად ,,მილანში” ითამაშებს.

რუი პატრისიოს გუნდში 300-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

მის ალტერნატივებად ბეტო და ენტონი ლოპეზი სახელდებიან.

დაცვის ხაზი

ფერნანდო სანტუშის თამაში დაცვაზე ეყრდნობა. შესარჩევის 10 შეხვედრაში პორტუგალიამ მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მათ იოლ ჯგუფში მოუწიათ ასპარეზობა. ყველაზე ძლიერი ნაკრები კი ამ ჯგუფში შვეიცარია გახლდათ. ამით პორტუგალიელთა შეფასება გაგვიჭირდება.

პორტუგალიის დაცვის ხაზი, ამ ეტაპზე ამოუცნობია, რადგან ბოლო შვიდ შეხვედრაში დაცვის ხაზი მუდმივად ცვალებადი იყო.

საბოლოო არჩევანი ცენტრში მაინც პეპე-ფონტეს წყვილი იქნება. პეპეს სტაბილური სათამააშო დრო აქვს თურქეთში, ხოლო ფონტემ ჩინეთში გადასვლის შემდეგ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც რა თქმა უნდა პრობლემაა.

პორტუგალიის დაცვა ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ მობერებული კადრებით არიან დაკომპლექტებულნი. ბრუნო ალვეში 36 წლისაა და კარიერას ასრულებს, ხოლო როლანდო არასდროს გამოირჩეოდა სტაბილურობით და ამიტომაც 2009 წლის შემდეგ ნაკრები მხოლოდ 21 თამაში აქვს ჩატარებული.

რთული ვითარებაა ფლანგებზე, რაც მარცხენა მხარეზე ითქმის, მარჯვნივ გუნდს სედრიკი, სემედუ და კანსელო ჰყავს. აი მარცხნივ მხოლოდ გერეირო. საბოლოო ჯამში დიდი ალბათობით კანსელო – გერეიროს ვიხილავთ, საჭიროების შემთხვევაში კი კანსელოს მარცხენა ფლანგზე გადასვლაც შეუძლია. თითოეულ ფლანგელს შეტევაში ჩართვა ძალიან კარგად შეუძლიათ.