კლოპს ტრანსფერებს დაპირდნენ

852

“ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობის გვარიანად გაძლიერება შეეძლება. როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი წერს, მერსისაიდელთა მფლობელი ჯონ ჰენრი მზად არის, ახალწვეულებისთვის მთელი 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყოს. სხვათა შორის, “ლივერპული“ უკვე შეუთანხმდა “ლაიფციგის“ შუახაზელ ნაბი კეიტას – ინგლისურ კლუბს ტრანსფერი 52.75 მილიონი უჯდება.

ამას გარდა, “წითლები“ მზად არიან, 60 მილიონი დახარჯონ “ლიონის“ ნახევარმცველ ნაბილ ფეკირის დასამატებლად. აღსანიშნავია, რომ “ლივერპულს“ აქტიურად უკავშირებენ “კრისტალ პალასის“ შემტევ ვილფრიდ ზაას, “მონაკოს“ შუახაზელ ტომა ლემარსა და დორტმუნდის “ბორუსიაში“ მობურთავე კრისტიან პულიშიჩს.

ყველაფერთან ერთად, მედიაში დიდი ხანია იწერება, რომ “ლივერპული“ აქტიურად ეძებს ახალ მეკარეს.

წყარო: adjarasport.com