პრემიერლიგა შეივსო – ბოლო საგზურის ვინაობაც გაირკვა

618

გუშინ, ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი-ოფში, ჯონ ტერის ასტონ ვილასთან გამარჯვების შემდეგ – ფულემი პრემიერლიგაში დაბრუნდა. ბოლოს, ‘მსოფლიოს საუკეთსო ლიგაში’ ლონდონის პატარა კლუბმა 2013-14 წლების სეზონში ითამაშა.

მაშინ, მარტინ იოლის გუნდი მეცხრამეტე ადგილით ლიგიდან გავარდა და მასშემდეგ დაწინაურებას ცდილობს. ამის გაკეთება, ფულემმა სერბი სპეციალისტის – სლავიშა იოკანოვიჩის დახმარებით მოეახერხა. 10 კაციანმა “კოტეჯერებმა” ასტონ ვილა ტომ კრაინის გოლით დაამარცხეს.

ჩელსის და ინგლისური ფეხბურთის ეპოქალური მცველი – ჯონ ტერი გასულ სეზონში ასტონ ვილას კაპიტნობდა. განახლებული კოტრაქტით, პრემიერლიგაში დაწინაურების შემთხვევაში, ტერი ჩელსის წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, თუმცა გუშინდელის შემდეგ ცხადი გახდა, რომ კონტაქტის ამ მუხლმა აზრი დაკარგა.

წყარო: popsport.com