დანიის ნაკრებს საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა?

404

დანიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესაძლოა საკვანძო მოთამაშე დააკლდეს,  იტყობინება BT Sport.

საუბარია “როსენბორგის” თავდამსხმელმელ ნიკლას ბენდტნერზე. 30 წლის თავდამსხმელმა ნორვეგიის ჩემპიონატის შეხვედრასი “ბრანის” წინააღმდეგ დაზიანება მიიღო და მოედანი 73-ე წუთზე იძულებით დატოვა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს იუქმებს ბენდტნერი, თუმცა გარკვეული გამოცემები წერენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დანიელი ფორვარდი ვერ შეძლებს გამოჯანმრთელებას.

მიმდინარე სეზონში ნიკლას ბენდტნერმა ნორვეგიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა.