კრიშტიანუ რონალდუ: “მომავალ სეზონამდე”

455

როგორც ჩანს “მადრიდის რეალის” ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს არ დატოვებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მე-7 ნომერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა მან სამეფო გუნდი დატოვოს. გუშინ კი მადრიდში გამართულ ცერემონიალზე მან გულშემატკივრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დიდი მადლობა ყველას, მომავალ სეზონამდე გემშვიდობებით“-განაცხადა პორტუგალიელმა.

გასულ სეზონში მეგავარსკვლავმა ბლანკოსის რიგებში 45 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

leadersport