ლებრონის რიცხვები ფლეიოფში

536

ლებრონ ჯეიმსის გუნდი ზედიზედ მე-8 წელია სუპერფინალში ითამაშებს, მაგრამ წლევანდელ სეზონში ამის მისაღწევად მას განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა. ,,კლივლენდის” პრობლემები ამ სეზონში არ მთავრდებოდა, როგორც სეზონის სტარტზე და ასევე მის მიმდინარეობისას.

აშკარად არ გაამართლა კაირი ირვინგის გაცვლამ და სწორედ აქედან იღებს პრობლემები სათავეს. აიზია ტომასის ტრავმიანობა, არასტაბილური დერიკ როუზი, ასევე სკამზე მყოფი დუვეინ უეიდი და მოკლედ კავალერებს თებერვალში ახალი გუნდის შეკვრა დასჭირდათ.

თებერვლის თვეში ,,კლივლენდში” ერთბაშად ოთხი კალათბურთელი ლარი ნენსი და ჯორდან კლარკსონი ,,ლეიკერსიდან” , როდნი ჰუდი ,,იუტადან” და ჯორჯ ჰილი ,,საკრამენტოდან” მოვიდნენ.

სანაცვლოდ კი ჩენინგ ფრაი, აიზია ტომასი(ორივე ლეიკერსი), დერიკ როუზი, ჯეი კრაუდერი(ორივე იუტა) და აიმან შამპერტი(საკრამენტო) დათმო. ასევე დუვეინ უეიდი დაბრუნდა ,,მაიმიში”.

მოკლედ დავუბრუნდეთ კავალერებზე საუბარს, რომელმაც რეგულარული მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო ლებრონ ჯეიმსს მიმდინარე ფლეიოფში ჩატარებულ 18 თამაშში 7ჯერ ჰქონდა 40 ქულაზე მეტი და ოთხჯერ სამმაგი დუბლიც შეასრულა.

სერია ,,ინდიანასთან” – 34.42 ქულა, 10.14 მოხსნა, 7.71 პასი

სერია ,,ტორონტოსთან” – 34 ქულა, 8.25 მოხსნა, 11.25 პასი

სერია ,,ბოსტონთან” – 33.57 ქულა, 9 მოხსნა, 8.42 პასი

ფლეიოფის სტატისტიკა – 33.99 ქულა, 9.13 მოხსნა, 9.12 პასი

ლებრონის და კავალერების მეტოქე კი დღეს გაირკვევა ტექსასში, სადაც ტოიტა ცენტრში ,,ჰიუსტონი” მოქმედ ჩემპიონს ,,გოლდენ სტეიტს” უმასპინძლებს