საქართველო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე

345

12-18 წლის სპორტსმენთა კონტინენტური კომპლექსური შეჯიბრება. იმართება ორ წელიწადში ერთხელ (ზაფხულის დღეები-1991 წლიდან, ზამთრისა -1993-იდან) ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ინიციატივით და სოკის ეგიდით. ზაფხულის ოლიმპიური დღეების პროგრამაშია სპორტის 10 სახეობა (6 ინდივიდუალური, 4 სათამაშო). ყოველ მასპინძელ ქვეყანას უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს თითო ინდივიდუალური და სათამაშო სახეობა, დანარჩენ პროგრამას ადგენს ევროპის ეოკის სპეციალური კომისია.

    • I ოლიმპიური დღეები ჩატარდა 1991 წელს ბრიუსელში (ბელგია), მონაწილეობდა 33 ქვეყნის 1491 სპორტსმენი;

 

    • II ოლიმპიური დღეები. 1993 წელი, ვალკენსვაარდი (ჰოლანდია). 43 ქვეყანა, 1587 სპორტსმენი. ამ შეჯიბრებაში პირველად გამოვიდნენ საქართველოს წარმომადგენლები – 59 სპორტსმენი. ასპარეზობდნენ 7 სახეობაში – (ველოსპორტში, მძლეოსნობაში, სპორტულ ტანვარჯიშში, ფეხბურთში, ჩოგბურთში, ცურვასა და ძიუდოში). ივერი ჯიქურაული ძიუდოში  II ადგილზე გავიდა, ლევან ციგრიაშვილმა ამავე სახეობაში III ადგილი დაიკავა;

 

    • III ოლიმპიური დღეები.1995 წელი, ბათი (ინგლისი). 47 ქვეყანა, 1816 სპორტსმენი. საქართველო – 20 სპორტსმენი, 6 სახეობა (ველოსპორტი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო). დავით ჯავახიშვილი (ძიუდო)- I, ფირუზ ტყეშელაშვილი (ძიუდო)-II, ლევან სირაძე (ძიუდო) – III, გიორგი გუგავა (ძიუდო)-III, ლევან სულხანიშვილი (ძიუდო)    – III;

 

    • IV ოლიმპიური დღეები. 1997 წელი, ლისაბონი (პორტუგალია). 47 ქვეყანა, 1842 სპორტსმენი. საქართველო-36 სპორტსმენი, 4 სახეობა (ველოსპორტი, მძლეოსნობა, ფეხბურთი, ძიუდო). ფეხბურთი (ზურაბ ბათიაშვილი, ვალერი აბრამიძე, გიორგი დეკანოსიძე, ედუარდ საჯაია, იოსებ დევიძე, ოლეგ გველესიანი, დავით დიღმელაშვილი, არჩილ რომანიძე, ლევან კორღალიძე, ლაშა ჯაკობია, ვალერი გაგუა, ჟიული ჯოლოხავა, ლადო კაკაშვილი, ჯაბა სიამაშვილი, შალვა აფხაზავა, ცეზარ ხუროძე, მწვრთნელი-ვახტანგ კოპალეიშვილი)-I, ივანე ნადირაშვილი (ძიუდო)-II, გელა ბარათაშვილი (ძიუდო)-III, გრიგოლ მამრიკიშვილი (ძიუდო)-III;

 

    • V ოლიმპიური დღეები. 1999 წელი, ესბიერგი (დანია). 48 ქვეყანა, 1876 მონაწილე. საქართველო -14 სპორტსმენი, 4 სახეობა (ველოსპორტი, მძლეოსნობა, ჩოგბურთი, ძიუდო). ზეზვა ებელაშვილი (ძიუდო) -I, ზვიად ხანჯალიაშვილი (ძიუდო) -II, დავით სებისკვერიძე (ძიუდო) -II, გიორგი თორთლაძე (ძიუდო) -II, მინდია ბოდაველი (ძიუდო) -III, სოსო მეზვრიშვილი (ძიუდო) -III, ჯაბა გოგიშვილი (ძიუდო) -III;

 

    • VI ოლიმპიური დღეები. 2001 წელი, მურსია (ესპანეთი). 46 ქვეყანა, 1675 სპორტსმენი. საქართველო-14 სპორტსმენი, 4 სახეობა (მძლეოსნობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო). ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო)-I, ჯარჯი ზვიადაური (ძიუდო)-I, გრიგოლ შინჯიკაშვილი (ძიუდო)-I, მინდია ხომიზური (ძიუდო)-I, თედორე აბელაშვილი (ძიუდო)-III, ზურაბ გიგაია (მძლეოსნობა, ბირთვი)-III;

 

  • VII ოლიმპიური დღეები. 2003 წელი, პარიზი (საფრანგეთი). 47 ქვეყანა, 1869 სპორტსმენი. საქართველო-15 სპორტსმენი, 4 სახეობა (ველოსპორტი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ძიუდო). მამუკა ტუღუში (მძლეოსნობა, ბირთვი)-I, ლაშა ტვილდიანი (ძიუდო)-I, ბექა ბექაური (ძიუდო)-II, ლევან გორგაძე (ძიუდო)-II, მალხაზ ნიჟარაძე (ძიუდო)-II, საბა გავაშელიშვილი (ძიუდო)-III, გრიგოლ შიშიაშვილი (ძიუდო)-III.
  • VIII ოლიმპიური ფესტივალი. იტალია 2005 წელი 3 – 8 ივლისი.
    • მონაწილეობა მიიღო ევროპის 48 ქვეყნის 2082 სპორტსმენმა
      საქართველოდან: 31 სპორტსმენი, სპორტის 6 სახეობა:
      მძლეოსნობა, ძიუდო, სპ.ტანვარჯიში, ფეხბურთი, ჩოგბურთი, კანოე-კაიაკი
      მოპოვებულია 4 მედალი – 3 ოქრო, 1 ბრინჯაო

    1. ფეხბურთის ნაკრები – I ადგილი

    დ.ჯანელიძე, მ.ბჟალავა, ი.შარანგია
    რ,წინამძღვრიშვილი, გ.თომაშვილი,
    მ.დაუშვილი, გ.ხიდეშელი, ნ.გოგოხია
    რ.თევდორაძე, ლ.დაუთაშვილი,
    გ.ნიკოლაიშვილი, ა,ბენაშვილი, ი.ძარია,
    გ.ხუმარაშვილი, ზ.გვაძაბია გ,ელბაქიძე

    2. პაატა მერებაშვილი (ძიუდო) – I ადგილი
    3. არსენ მაჭარაშვილი (ძიუდო) – I ადგილი
    4. რობერტ მშვიდობაძე (ძიუდო) – III ადგილი

  • IX ოლიმპიური ფესტივალი. ბელგრადი, სერბეთი 2007 წ 3 -8 ივლისი მონაწილეობა მიიღო ევროპის 49 ქვეყნის 2082 სპორტსმენმა საქართველოდან:27 სპორტსმენი, სპორტის 7 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, სპ.ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ველოსპორტი, ცურვა, მაგიდის ჩოგბურთი მოპოვებულია 6 მედალი, 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
  • 1. ზებედა რეხვიაშვილი (ძიუდო) – I ადგილი
    2. ე.გორგოძე, გ.ხმიადაშვილი (ჩოგბურთი) – I ადგილი
    3. ზვიად კაპანაძე (ძიუდო) – II ადგილი
    4. ეკა გორგოძე (ჩოგბურთი) – II ადგილი
    5. გიორგი მერმანიშვილი (ძიუდო) – III ადგილი
    6. ოთარ კაიდარაშვილი (ძიუდო) – III ადგილი

    X ოლიმპიური ფესტივალი. ტამპერე, ფინეთი 2009 წ 19-24 ივლისი მონაწილეობა მიიღო ევროპის 49 ქვეყნის 2115 სპორტსმენმა საქართველოდან 24 სპორტსმენი სპორტის 5 სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, მძლეოსნობა.

  • მოპოვებული 3 მედალი: 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

    1. ბექა ტუღუში (ძიუდო) – II ადგილი
    2. ლევან რუაძე (ძიუდო) – II ადგილი
    3. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო) – III ადგილი

    XI ოლიმპიური ფესტივალი. ტრაბზონი, თურქეთი 2011 წ 23-29 ივლისი მონაწილეობა მიიღო ევროპის 49 ქვეყნის 2500 სპორტსმენმა საქართველოდან 22 სპორტსმენი სპორტის 5 სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ველოსპორტი.

  • მოპოვებულია 6 მედალი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

    1. ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო) – I ადგილი
    2. ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა) – II ადგილი
    3. გიორგი ლაზუაშვილი (ძიუდო) – III ადგილი
    4. გიორგი მუზაშვილი (ძიუდო) – III ადგილი
    5. ლევან გუგავა (ძიუდო) – III ადგილი
    6. თემურ კირაკოზაშვილი (ძიუდო) – III ადგილი

  • XII ოლიმპიური ფესტივალი. უტრეხტი, ჰოლანდია 2013 წ 14-19 ივლისი მონაწილეობა მიიღო 49 ქვეყნის 2500 სპორსტმენმა. საქართველოდან 27 სპორტსმენი, სპორტის 5 სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ველოსპორტი.

    მოპოვებულია 8 მედალი: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

    1. ერეკლე არხოზაშვილი (ძიუდო) – I ადგილი
    2. გიორგი კაციაშვილი (ძიუდო) – I ადგილი
    3. გიორგი ძებისაშვილი (ძიუდო) – II ადგილი
    4. იესო კვირიკაშვილი (ძიუდო) – II ადგილი
    5. თამაზ კირაკოზაშვილი (ძიუდო) – II ადგილი
    6. სიმონ მამარდაშვილი (ძიუდო) – III ადგილი
    7. მარიამ ჯანაშვილი (ძიუდო) – III ადგილი
    8. მარიამ ბოლქვაძე-ანა ახალკაცი (ჩოგბურთი) – III ადგილი

    საქართველოს სპორტსმენებს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე სულ მოპოვებული აქვთ 16 ოქროს, 16 ვერცხლის და 24 ბრინჯაოს მედალი.