სხვაგან წასვლას ,,ბარსელონაში” 10 წუთით თამაში მერჩივნა

723

კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ იყო დრო, როდესაც მას “რეალში” გადასვლა შეეძლო, თუმცა ანდრესს იქ თამაში არ სურდა.

“იყო მომენტები, როდესაც ჩემით მადრიდის “რეალი” ინტერესდებოდა. თუმცა, საქმე მოლაპარაკებამდე არ მივიდა, რადგან იქ თამაში არ მსურდა.

ჩემი დასაწყისი “ბარსელონაში” ადვილი არ ყოფილა. თუმცა, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჯობდა მეთამშა 10 წუთი “ბარსელონაში”, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდში.

რაც შეეხება ჩემს გადასვლას იაპონიაში, მე ბევრი შემოთავაზება მქონდა. მე “ვისელ კობე” ავირჩიე, რადგან ეს ძალიან საინტერესო პროექტია და მე მომწონს იაპონია”, – ციტირებს The Sun ანდრეს ინიესტა.

წყარო: adjarasport.com