,,იუვეს” შეთავაზება ,,ინტერს”

777

“იუვენტუსი“ მილანური “ინტერის“ შემტევ მაურო იკარდის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ Corriere dello Sera-ზე დაყრდნობით FCInter1908.it იუწყება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ტურინულმა კლუბმა არგენტინელის შესაძენად წინადადებით უკვე მიმართა “ნერაძურის“. “ბებერი ქალბატონი“ € 50 მილიონთან ერთად, “ინტერს“ გონსალო იგუაინს სთავაზობს – ამ უკანასკნელისთვის ახლა ლონდონის “ჩელსი“ იბრძვის. “იუვენტუსი“ საკუთარ ფორვარდს € 60 მილიონად აფასებს.

ამასთან, “შავ-თეთრების“ წარმომადგენლებმა იურისტებს იკარდის კონტრაქტის დეტალების შესწავლა დაავალეს. ცნობილია, რომ არგენტინელის მილანურ კონტრაქტში გაწერილია გამოსასყიდი პუნქტი € 110 მილიონის ოდენობით, თუმცა მისი ამოქმედება მხოლოდ არაიტალიურ კლუბებს სძალუძთ.

იტალიის სერია ა-ს უკვე დასრულებულ სეზონში 25 წლის იკარდიმ გამართულ 34 მატჩში 29 გოლი გაიტანა. თავის მხრივ, 30 წლის იგუაინი 35 მატჩში 15 ბურთით გამოირჩა.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები მაურო იკარდის გარეშე გაემგზავრება.

წყარო: adjarasport.com