“მან პრობლემების 10%-იც არ იცის” – ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

735

ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა გუშინ სპორტსმენთა პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჭრიკიშვილის სურვილია, პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ძიუდოისტს მაინც შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ მოგვისმენს. მე დარწმუნებული ვარ, მან 10%-იც არ იცის არსებული პრობლემების და მხოლოდ ერთი მხარისგან აქვს ინფორმაცია. 

ჩემი თხოვა იქნება, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც შეხვდეს და ჩვენი აზრი მოისმინოს, რადგან ჩვენ მართლები ვართ და დღეს ჩვენ ვიჩაგრებით”, – განაცხადა ჭრიკიშვილმა.