ნაკრებებმა დაიწყეს

525

საკლუბო ტურნირების დასრულების შემდეგ, სანაკრებო მატჩები დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ნაკრებები ბოლო ამხანაგურ მატჩებს მართავენ.

იტალიის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და რობერტო მანჩინისთან ერთად პირველი მატჩი მოიგო. სკუადრა აძურა მუნდიალის გარეშე დარჩა და ეს დრო შეუძლია მომდევნო საფეხბურთო ფორუმებისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს.

მარიო ბალოტელიმ ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა. ბალოტელიმ შეხვედრის 21-ე წუთზე შორიდან დაარტყა და მოჰამედ ალ ოვაისს შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად უპირატესობისა, იტალიამ მეორე გოლი თამაშის მიწურულს გაიტანა – იტალიამ კუთხური ჩამოაწოდა, ბელოტის პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ისევ ბელოტიმ ითამაშა და იტალია ორბურთიანი უპირატესობით წინ გავიდა.

ბელოტიმ ნაკრებში მეხუთედ გაიტანა. მარიომ ნაკრებში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და მე-14 გოლი გაიტანა

საუდის არაბეთმა ერთი გოლი გაქვითა. სულეიმან ალ შეჰრიმ იტალიელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ნაკრებში მე-7 გოლი გაიტანა. იტალია მომდევნო მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

საფრანგეთი 2:0 ირლანდია

დიდიე დეშამის ნაკრებმა იტალიასთან მატჩამდე ირლანდიას 2:0 მოუგო. ფრანგებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მე-40 წუთზე ოლივე ჟირუს დარტყმის შემდეგ მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ჟირუმ დამატებაზე გაიტანა. ზუსტად 3 წუთში ფეკირის ძლიერი დარტყმა ვერ დაიმორჩილა მეკარემ და ”მამლები” ორი ბურთი დაწინაურდნენ. დეშამის გუნდს იტალიასთან მატჩამდე მშვენიერი ვარჯიში გამოუვიდა.

პორტუგალიამ ტუნისთან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. რონალდუს გარეშე მოთამაშე პორტუგალია ანდრე სილვამ დააწინაურა – სილვას გოლი პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში მე-1000 იყო. ჟოაო მარიომ ტუნისს მეორეც გაუტანა, თუმცა ბადრისა და ბენ იუსეფის გოლებით ტუნისმა შეხვედრა არ წააგო.

წყარო: popsport.com