დიბალა: “ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს“

482

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ლიონელ მესისთან ერთად მუშაობის შესახებ ისაუბრა.

“მესისთან ვარჯიში და ყოველდღე მისი ნახვის შანსი წარმოუდგეელია, რადგან მის დონეს შეისწავლი.

ყველას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვინდა. ეს ადვილი არ იქნება, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფებურთელი გვყავს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

გვსურს ლეოს რაღაცის მიღწევაში დავეხმაროთ, რაც ყველასთვის დიდებული მიღწევა იქნება. ყოველთვის დავეხმარებით, მიუხედავად იმისა, მოედანზე ვიქნებით თუ არა.

ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს, ძალიან დიდი ოცნება გვაქვს. მსოფლიოს ჩემპიონობა ყველას ოცნებაა“, – განაცხადა დიბალამ.