ესპანელები “დინამოში“

511

თბილისის “დინამოში“ ორი ესპანელი ფეხბურთელი ისინჯება. 22 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ კიერემე და 29 წლის ფორვარდი ბორის გაროში. კიდევ ერთი ესპანელი ხვალ შეუერთდება “დინამოს“. ესაა 25 წლის ცენტრალური მცველი კარლეს მასი. ეს “დინამოს“ საიტის ინფორმაციაა.

კიერემე წარმოშობით განელია, “ალბასეტეს“ აღზრდილია და ამ გუნდში თამაშობდა კიდეც, მერე კი სუსტ ესპანურ გუნდებში იყო. ბორის გაროში ბოლოს ესპანურ “უელვაში“ იყო. რაც შეეხება კარლეს მასს, ის ხსენებულ ორ ფეხბურთელზე უფრო ცნობილია: “ჟირონაში“ გამოდიოდა.

თუმცა ზოგადად, ფეხბურთელი საქმეშია სანახავი და ადრე ნათამაშევი ამბებით  (CV-ით) ყოველთვის ვერ გაიგებ, ვინ როგორია. ბევრი გვინახავს, დიდის ამბით ჩამოუყვანიათ და ვერაფერი კვალი დაუტოვებია.

adjarasport