მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ “უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ

668

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 27:33 დამარცხდა.

მეტოქის მე-10 წუთზე გატანილ ლელოს 3 წუთში ლაშა ლომიძემ ლელოთი უპასუხა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა და 10:5 დავწინაურდით. ტაიმის მიწურულს დემე თაფლაძემ აფრიკელთა გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუა შეფრინდა, აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო და ტაიმი 5-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ.

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მეორე ტაიმშიც იბრძოლეს და მატჩის მოგების შანსს ბოლო წამამდე ინარჩუნებდნენ. ლუკა დვალიშვილის ლელოსა და თედო აბჟანდაძის გარდასახვის შემდეგ, 72-ე წუთზე სხვაობა 6 ქულამდე დავიდა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა და საქართველომ სამხრეთ აფრიკასთან ბონუს-ქულა მოიპოვა!

წყარო: sportall.ge