სატრანსფერო ელ კლასიკო ,,იუვეს” ფეხბურთელისთვის

870

ესპანურ გრანდებს – მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” ტურინის “იუვენტუსის” შუახაზელი მირალემ პიანიჩი სურთ. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

მადრიდელები ბოსნიელს ვეტერანი ლუკა მოდრიჩის ალტერნატივად მიიჩნევენ, კატალონიელები კი, პიანიჩით ანდრეს ინიესტას ჩანაცვლებას აპირებენ. “იუვენტუსი” ნახევარმცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.

აღსანიშნავია, რომ ბოსნიელის გადაბირება პსჟ-საც სურს.

წყარო: adjarasport.com