სატრანსფერო მითქმა-მოთქმა

961

,,რომა” ალისონის დათმობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ბიუჯეტი 90 მილიონით შეივსება. ბრაზილიელ მეკარე იტალიურ გუნდთან 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი და მისით ყველაზე მეტად ,,ლივერპული” ინტერესდება, თუმცა The Mirror-მა ის ,,რეალსაც” დაუკავშირა. ინგლისური კლუბის სიაშია ასევე იასპერ სილესენიც.

რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის დატოვების სურვილი გამოთქვა და უმალ გაჩნდენ მისი პოტენციური მყიდველები, რომლებიც ,,პსჟ”, ,,ჩელსი” და ,,მანჩესტერი” არიან, თუმცა ფრანგული გუნდი გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო სავარაუდოდ ყველაზე ადრე გამოეთიშება პოლონელისთვის ბრძოლას.

გამორიცხული არ არის, რომ იგუაინმა ,,იუვენტუსი” 55-60 მილიონის სანაცვლოდ დატოვოს. როგორც ადრე ვწერდით მისი ახალ გუნდში ხილვა სურს მაურისიო სარის, რომელსაც აქტიურად უკავშირებენ ,,ჩელსის”, თუმცა ლონდონური კლუბის პოზიცია ასეთია. არისტოკრატები არგენტინელს მისი ასაკის გამო იწუნებენ.

რამდენიმე დღის წინ კი ,,იუვეს” მაურო იკარდი დაუკავშირეს, სადაც შესაძლოა ბარტერი შედგეს და მის სანაცვლოდ ,,ინტერმა” 50 მილიონი და სწორედ გონსალო იგუაინი მიიღოს.

ესპანური AS-ის ცნობით ,,პსჟ” რონალდოს შეძენას შეეცდება და მას 45 მილიონ ევროს სთავაზობს. პარიზულ კლუბში ნეიმარი-მბაპე-რონალდოს ტრიოს ხილვა სურთ, თუმცა რონალდოს მოყვანით ნეიმარის დაკარგვას შიშობენ.