უტკინი: “სალაჰის ტრავმაში რამოსი ისევეა დამნაშავე, როგორც…”

1265

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის“ კაპიტან სერხიო რამოსისა და “ლივერპულის“ ლიდერ მოჰამედ სალაჰს შორის ორთაბრძოლა ეგვიპტელის სერიოზული დაზიანებით დასრულდა.

მოჰამედმა მინდორი იძულებით დატოვა პირველსავე ტაიმში. გამორიცხული არ არის, მან ვერ მიიღოს მონაწილეობა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

აღნიშნული თემის შესახებ კომენტარი გააკეთა ცნობილმა რუსმა კომენტატორმა და სპორტულმა ჟურნალისტმა, ვასილი უტკინმა:

“რამოსი ისევეა დამნაშავე სალაჰის ტრავმაში, როგორც უკრაინა. რამოსმა წესები დაარღვია, დარტყმა კი კიევის სტადიონის საფარმა განახორციელა. უკრაინული მიწა… და კიდევ, ნიუტონის კანონის თანახმად, დამნაშავეა გრავიტაციის ძალაც. ყველა დაისჯება!“ – დაწერა უკტინმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე.