ოფიციალურად: ზიდანი რეალიდან მიდის!

2468

ოფიციალურად დადასტურდა – მადრიდის “რეალს” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ტოვებს! ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა პრეს კონფერენციაზე დაადასტურა.

“მე “რეალი” და მისი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ძალიან მიყვარს. ეს არ არის გამომშვიდობება, უბრალოდ დასვენება მჭირდება. ამ გუნდს გამარჯვებათა სერიის გასაგრძელებლად ცვლილებები სჭირდება და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება” – აცხადებს ზიზუ.

სულ ცოტა ხნის წინ ზიდანის მეთაურობით “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო.