ჩავის გულისტკივილი

395

ყატარული ალ სადის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც უწინ ბარსელონაში თამაშობდა, კატალონიური გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.

ფეხბურთელმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რეალს ძალიან გაუმართლა ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაში, რომლის გამარჯვებულიც გახდა.

“რეალს აქვს გამარჯვებულის გენი, ბარსელონას კი სძინავს და ეს უკვე წლებია, გრძელდება. ახალი შენაძენებისთვის ფული დაინანეს, ხოლო მათ, ვინც ტრანსფერებზე გადაწყვეტილებებს იღებენ, წარმოდგენაც არ აქვთ, რას სჩადიან. ეს გუნდზე აისახება.

რეალს კი ყველაფერში უმართლებს – ნეიმარის, რობენის, ნოიერის, ბოატენგის ტრავმები, ასევე მსაჯები. ლივერპულის ყველაზე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა (მოჰამედ სალაჰი) ტრავმა მიიღო, ამ გუნდისა და ბაიერნის მეკარეებმა კი უხეში შეცდომები დაუშვეს. ეს უკვე რაღაც ჯადოქრობას გავს.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბარსელონას სძინავს. გუნდი ტიტულებს კი იგებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული სხვები ხდებიან”, – აქვეყნებს ჩავის ნათქვამს El Penalti.

ბოლო სატრანსფერო ფანჯრების დროს ბარსელონას მიერ განხორციელებული შენაძენებიდან განსაკუთრებული კრიტიკა ჟერარ დეულოფეუს, მარლონის, ანდრე გომეშისა და პაკო ალკასერის ტრანსფერებმა დაიმსახურა.

ბოლო სეზონში ბარსელონამ მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ¼-ფინალიდან გამოეთიშა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც ფინალში ლივერპულს მოუგო (3-1)

ჩავი ალ სადში 2015 წელს გადავიდა. ბარსას და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ყატარში კიდევ 6 თვე ითამაშებს.

წყარო: popsport.com