როდის დაბრუნდება სალაჰი?

506

ეგვიპტის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი სრულფასოვან ვარჯიშს მომავალი კვირის ბოლოდან განაახლებს.

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, “ლივერპულის“ ფორვარდი, რომელმაც მხარი 26 მაისს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაიზიანა, თანაგუნდელებს 8 ივნისს ქაიროში ეგვიპტის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე შეუერთდება.

აფრიკელები მუნდიალზე პირველ მატჩს 15 ივნისს ურუგვაისთან ჩაატარებენ. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სალაჰი მომავალ ტურნირზე ითამაშებდა, მაგრამ სასტარტო შეხვედრას გამოტოვებდა.

წყარო: adjarasport.com