აბრამოვიჩის და “ჩელსის” გზები იყრება?

577

რომან აბრამოვიჩმა მიიღო გადაწყვეტილება, სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციის პროექტი შეეჩერებინა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდი ფუნტია. არ არის გამორიცხული, რუსმა მილიარდელმა ლონდონური კლუბი საერთოდ გაყიდოს.

ჩელსის ღირებულება გამოცემა Forbes-ის ცნობით 1,44 მილიარდია, ხოლო აუდიტორიული კომპანია KRMG კი კლუბს 1,26 მილიარდად აფასებს. შეგახსენებთ, აბრამოვიჩს ბრიტანეთის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ადგილობრივი მედიის თქმით, ამ საკითხის განხილვაზე მომუშავე ადამიანებმა აბრამოვიჩის კაპიტალის წარმომავლობის შესახებ მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია და განმარტებები. პრობლემაც სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა.

აბრამოვიჩმა ცოტა ხნის წინ ისრაელის მოქალაქეობა მიიღო და მოთხოვნა, ბრიტანეთის სამუშაო ვიზაზე უკან გამოითხოვა.

მოკლედ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შეელევა თუ არა  რომან აბრამოვიჩი ჩელსის.