რა არის მიზეზი? – შესაძლოა ჯიჯის ტრანსფერი არ შედგეს

499

გამორიცხული არ არის, ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის პარიზული ტრანსფერი უეფამ შეაჩეროს. ფეხბურთელი არ დაესწრო უეფას კომიტეტის სხდომას, რომელზეც განიხილებოდა საქმე ჩემპიონთა ლიგაში “რეალთან“ მატჩის მიწურულს მთავარ მსაჯ მაიკლ ოლივერზე მისი მხრიდან თავდასხმის შესახებ.

ბუფონს რამდენიმე მატჩით ევროპულ ტურნირებში დისკვალიფიკაცია ემუქრება. თუ გოლკიპერს ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოაშორებენ, მაშინ სავარაუდოა, რომ პსჟ მის ყიდვას გადაიფიქრებს.

აქამდე დაიწერა, რომ ბუფონმა პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა – თუ ფრანგები მის დამატებას მაინც შეძლებენ, სავარაუდოდ, ჯიჯი წლიურად 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

წყარო: adjarasport.com