რონალდუმ მადრიდის “რეალს” ულტიმატუმი წაუყენა

877

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ მას ხელფასს ოთხჯერ არ გაუზრდიან და ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს არ აიღებს, გუნდს დატოვებს და კარიერას სხვაგან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „კორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს.

ამჟამად პორტუგალიელის ხელფასი 21 მილიონია და საფრანგეთის “პარი სენ-ჟერმენი” მათთან გადასვლის შემთხვევაში 42 მილიონ ევროს სთავაზობს.

რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში უახლოეს მომავალში სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდება და თავისი კლიენტის პირობებს გააცნობს. შეგახსენებთ, რომ კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ კრიშტიანომ განაცხადა, რომ შესაძლოა ზაფხულში „რეალი“ დატოვოს, რის გამოც მოგვიანებით ის გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა გააკრიტიკა.