ტერი და ლამპარდი კვლავ ერთად

552

ცნობილი ინგლისელი მცველი ჯონ ტერი “დერბი ქაუნთის“ მოთამაშე გახდება. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი იუწყება. ფეხბურთელი, რომელმაც “ასტონ ვილა“ ცოტა ხნის წინ დატოვა, ლამპარდის გუნდთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს. სავარაუდოა, რომ ტერის უფრო მცირე ანაზღაურება ექნება, ვიდრე წინა კლუბში ჰქონდა.

ამგვარად, ტერი თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით ითამაშებს. როგორც იცით, ლამპარდმა “დერბი“ რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა.

წყარო: adjarasport.com