მოდრიჩი – ნეიმარს: “ჩვენ შენ გელოდებით“

479

ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისა და მადრიდის “რეალის“ შუახაზელმა ლუკა მოდრიჩმა ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩის (0:2) დასრულების მერე მაისური გაცვალა “სელესაოსა“ და პსჟ-ში მობურთავე ნეიმართან.

როგორც Reuters-ი იუწყება, როცა ნეიმარი საკუთარ მაისურზე ავტოგრაფს აკეთებდა, მოდრიჩმა უთხრა, “ჩვენ შენ გელოდებით“, ამგვარად კი ბრაზილიელის “რეალში“ შესაძლო გადასვლის შესახებ მიგვანიშნა (იხ. ბმული).

საპასუხოდ, “ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი იღიმებოდა.

აღსანიშნავია, რომ დიდხნიანი პაუზის მერე მინდორზე პირველად გასულმა ნეიმარმა გოლის გატანა მოახერხა. თამაშის შემდეგ მან განაცხადა, რომ 80%-ით მზად არის.