მოქმედი ჩემპიონი მზადაა!

426

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა.

გერმანიის ნაკრების პრეს სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი“), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა“, ესპანეთი), კევინ ტრაპი (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ჯერომ ბოატენგი, მათს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე, იოსუა კიმიხი (ყველა “ბაიერნი“), მატიას გინტერი (“მიონხენგლადბახი“), იონას ჰექტორი (“კიოლნი’), მარვინ პლატენჰარდტი (“ჰერტა“), ანტონიო რუდიგერი (“ჩელსი“, ინგლისი).

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი“), იულიან დრაქსლერი (პსჟ), ილქაი გიუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), სამი ხედირა (“იუვენტუსი“, იტალია), ტონი კროოსი (“რეალი“, ესპანეთი), ლეონ გორეცკა, სებასტიან რუდი (ორივე “ბაიერნი“), მეზუთ იოზილი (“არსენალი“, ინგლისი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (“შტუტგარტი”), მარკო როისი (“დორტმუნდი“), ტომას მიულერი (“ბაიერნი“), ტიმო ვერნერი (“ლაიფციგი“).

მომავალ მუნდიალზე ბუნდესნაკრების კაპიტანი მანუელ ნოიერი იქნება.

გერმანელთა განაცხადში “მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი ლეროი სანე ვერ მოხვდა, რომელიც 2017-2018 წლების სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

წყარო: adjarasport.com