ნოდარ ჭეიშვილი ინგლისში ითამაშებს – ქართველი მორაგბის ერთწლიანი კონტრაქტი

413

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ნოდარ ჭეიშვილი ინგლისში გადავიდა. ქართველმა მორაგბემ ინგლისის მეორე ლიგის კლუბთან ქორნიშ პირატებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირატებმა 2017-2018 წლების სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს.

ნოდარ ჭეიშვილს ეროვნული ნაკრების კვართით 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჭეიშვილი ინგლისში გადასვლამდე შამბერის ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოში ლელო სარასენსის რიგებში თამაშობდა. მილტონ ჰეიგმა ნოდარი იმ 33-კაციან სიაში შეიყვანა, რომელიც წყნარი ოკეანის თასზე იასპარეზებს.

ნოდარ ჭეიშვილი: გახარებული ვარ, რადგან მომწონს ინგლისური თამაშის სტილი. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და კიდევ უფრო მოვუმატებ. კარგი თამაშის შემთხვევაში, უფრო დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ უკეთეს გუნდში გადავიდე, რადგან იქ ძალიან ბევრი აგენტია, რომელიც უმაღლესი ლიგის გუნდებისთვის მუშაობს. ამ შემთხვევაში უფრო მეტად შემძლება განვითარება.