სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

550

სანდრო მამუკელაშვილი საქარვთველოს მოქალაქე გახდა. 23 მაისს 19 წლის გამხდარ პერსპექტიულ კალათბურთელს აქამდე ჩვენი ქვეყნის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ “აკადემიის” შემადგენლობაში საქართველოს 14 და 16 წლამდელთა ჩემპიონატებში უთამაშია, მოქალაქეობის არქონის გამო ნაკრებში ვერ აიყვანეს.

მამუკელაშვილმა გასული სეზონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს – “ბიგ ისთის” კონფერენციის რიგიან გუნგ “სეტონ ჰოლში” გაატარა და იმის გამო, რომ თანაგუნდელებად 2-3 წლით უფროსი მოთამაშეები ჰყავდა, მოედანზე დიდი ხნით გასვლა არ უწევდა. თუმცა ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ევროპელ ახალგაზრდად მიიჩნევა და როგორც დრაფტზე არჩვას, ისე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

გასული წლის ზაფხულში მამუკელაშვილი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად (იხილეთ ფოტო) ჩეხეთთან მერიის თასის მატჩებს დაესწრო. ის ნაკრების მაისურით იმყოფებოდა სპორტის სასახლეში, მოგვიანებით კი, პირველ არხზე მიწვეულ საღამოს გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.

დღეს ის მთავარი ბარიერი მოიშალა, რაც სანდროს ნაკრებში თამაშში უშლიდა ხელს – მამუკელაშვილმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას როგორც ეროვნულ, ისე 20-წლამდელთა ნაკრებში დაიცავს. სანდრო მამუკელაშვილი 208 სანტიმეტრის სიმაღლისაა, თუმცა დრიბლინგი, სწრაფი მოძრაობა და ზუსტი შორი სროლა დიდებულად ეხერხება, რაც მის უნივერსალიზმსს უსვამს ხაზს. მამუკელაშვილის სახით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ძალა მიიღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდსაც დიდად გამოადგება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლეულს გვარიანად შეივსო. მამუკელაშვილამდე 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალშიც ითამაშა ლუკა ბულაშვილმა. გოგა ბითაძეს გასულ წელს 20-წლამდელებში გრაფიკის ეროვნული ნაკრებთნ თანხვედრის გამო არ უთამაშია, თუმცა მას წელსაც უწევს U20-ში თამაში და მამუკელაშვილთან, ბულაშვილთან, ნიკა დარბაიძესთან და კიდევ სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ნაკრებს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე “ა” დივიზიონში გადასვლის რეალური პრეტენდენტად აქცევს.

წყარო: gbf.ge