სატრანსფერო სიახლეები

1625

Tuttosport-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტიმ“ “იუვენტუსს“ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა ტურინულმა კლუბმა ამ წინადადებაზე უარი თქვა. ბოსნიელი იტალიის ჩემპიონაების შემადგენლობაში ორი წლის განმავლობაში თამაშობს. ბოლო დროს მას “ბარსელონას“ აკავშირებენ. “იუვენტუსში“ პიანიჩს გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზებენ და მის გაყიდვას არ გეგმავენ.

“ვულვზის“ ხელმძღვანელობა მარჯვენა მცველის ჟოაუ კანსელუს გადაბირებას ცდილობს. ინფორმაციას Sky ავრცელებს. ფეხბურთელის სატრანსფერი ფასი, დაახლოებით, 35 მილიონ ფუნტს შეადგენს. კანსელუმ განვლილ სეზონში “ინტერში“ იჯარით “ვალენსიადან“ ითამაშა. პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს “ვულვზთან“ კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

ტურინის “იუვენტუსის“ ყოფილი მცველი შტეფან ლიხშტაინერი ოფიციალურად გახდა “არსენალის“ მოთამაშე. შვეიცარიელი “ბიანკონერისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ლონდონურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტურინელთა შემადგენლობაში მან უკანასკნელი შვიდი სეზონი გაატარა. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტი ერთწლიანი იქნება.

სანტი კასორლა კარიერას ესპანურ საფეხბურთო კლუბ “ვილიარეალში“ გააგრძელებს. 33 წლის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რასაც ვილიარეალელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კასორლა 2007-2011 წლებში “ვილიარეალში“ უკვე თამაშობდა, რის შემდეგ, ლონდონის “არსენალში“ გადავიდა.ესპანეთის ნაკრების ყოფილი შუახაზელი ბოლო წელიწადნახევარი მოედანზე არ გასულა, რადგან აქილევსის მყესზე 11 ოპერაცია გაიკეთა.

წყარო: adjarasport.com