შენგელიამ ბარსელონას მოუგო

384

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია იოლი გამარჯვებით გახსნა. ბასკურმა კლუბმა “ბარსელონა” 86:61 გაანადგურა და 1:0 დაწინაურდა.

ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:04 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანის (9 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი) მსგავსად, საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალი სამ მოგებამდეა, სერიის მე-2 მატჩს კი კვლავაც “ბასკონია” უმასპინძლებს 6 ივნისს.

წყარო: adjarasport.com