ახალი ინგლისი (ნაწილი 1)

500

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს მეთოთხემეტე ჩემპიონატზე მიემგზავრება. კუნძულზე ასეთი დაბალი მოლოდონი საკუთარი ნკარების მიმართ ალბათ არასოდეს ჰქონიათ, რაც ერთის მხრივ ამ გუნდის პლუსადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.

მუნდიალის წინ ბრიტანული ტაბლოიდები, როგორც წესი, სკანდალებს ეძებენ. ეძებენ ნაკრების მთვრალ მოთამაშეებს, სადმე ხმელთაშუა ზღვაში მცურავი იახტის მაღალი კლასის ღრეობიდან მსოფლიოზე მიმავალ ტიპებს…

ადრე ყოველთვის პოულობდნენ, მაგრამ წელს ჩუმად არიან – დღევანდელი ინგლისი დამჯერი ბავშვების და ახალგაზრდობაში საფეხბურთო ტრავმაგადატანილი მწვრთნელის გუნდია.

შემადგენლობა

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ყველა ტურნირის წინ სელექცია იყო. ამ მხრივ, გუნდში სერ ალფ რამსის მოსვლამდე (1963) სრული ქაოსი სუფევდა – ნაკრების სლექციას ფეხბურთის ასოციაციის მიერ შექმნილი საბჭო ახდენდა.

სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ როი ჰოჯსონამდე, სელექციაში შავი ხვრელი ყველა მის წინამორბედს ჰქონდა. ბოლოს, ყველაზე დასამახსოვრებელი ფაბიო კაპელოს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საკვალიფიკაციოზე გუნდის ლიდერი თეო უოლკოტი მუნდიალს მიღმა დატოვა და 2 თვის გამოჯანმრთელებული, მოუმზადებელი ჯო კოული სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა.

საუთგეიტმა დანიშვნიდან მალევე პირობა დადო, რომ მსოფლიოზე წასაყვანი ფეხბურთელების სიას მხოლოდ მათი სათამაშო ფორმის მიხედვით შეადგენდა. მან ეს პირობა შეასრულა – მუნდიალს მიღმა გამოცდილი ჯო ჰარტი და ჯეკ უილშირი დატოვა. ასევე, არ გამოიძახა მანჩესტერ იუნაიტედის დაცვის შეუცვლელი წევრი – კრის სმოლინგი.

WC 2018 | ახალი ინგლისი - დასპირტული გენიოსების და მილიარდერების გარეშე!

სმოლინგზე საუთგეიტი ამბობდა, რომ უკან ბურთის კარგად მცოდნე მცველები მჭირდებაო. სმოლინგმა საყვედური არ მიიღო – შედეგად, მარტის ამხანაგურებში საქმე იქმადე მივიდა, რომ დაცვის ცენტრში სიტის მარჯვენა მცველი – კაილ უოკერიც კი მოისინჯა.

შემადგენლობა კარგია. ამ გუნდს დისციპლინა, ტექნიკა და კუნთი არ აკლია. ერთადერთი, რაც ამ ახალგაზრდების უკან არ დგას, გამოცდილებაა.

მეკარე

პირველი, რაც გარეტ საუთგეიტმა ნაკრების შემადგენლობის შედგენის პროცესში გააკეთა, ჯო ჰარტთან ზარი იყო, რითაც 75 მატჩის ჩამტარებელს აცნობა, რომ რუსეთის რეისზე ვერ მოხვდებოდა. ჰარტმა ნაკრებში ევროპის 2012 და 2016 წლების ჩემპიონატები ითამაშა, ასევე 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიოზეც ძირითადში მოუწია ყოფნა.

ბოლოს დიდ ტურნირზე, 2016-ში ისლანდიასთან იდგა, სადაც სიგტორსონის დაგორებული ბურთი გაუშვა, რასაც ინგლისის ტურნირიდან გამოთიშვა მოჰყვა. საერთოდ, მეკარე ინგლისელების მოუგვარებელი პრობლემაა.

WC 2018 | ახალი ინგლისი - დასპირტული გენიოსების და მილიარდერების გარეშე!

ინგლისელმა მეკარემ ბოლო კარგი ტურნრი ალბათ 1998 წელს ჩაატარა, სადაც დევიდ სიმენი საფრანგეთის მუნდიალზე, თავის მომწვანო ფორმით იცავდა კარს, მაგრამ ღრმა კრიზისი კორეა-იაპონიის მსოფლიოთი, რონალდინიოს ჯარიმით და თვითონ დაბერებული სიმენითვე დაიწყო…

2004 და 2006 წლების ტურნირებზე, დევიდ ჯეიმსმა და პოლ რობინსონმა ნაკრები ვერაფრისგან იხსნეს; 2008 წლის ევროპაზე, ინგლისი სკოტ კარსონის უსუსური თამაშის გამო ვერ მოხვდა, როდესაც ხორვატიასთან შინ 3 სასაცილო გოლი გაუშვა; 2010-ის სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე, რობერტ გრინს კლინტ დემპსის არაფრისმომცემი დარტყმა ფეხებშუა გაუძვრა…

რუსეთში, დიდი ალბათობით, ევერტონის ჯორდან პიკფორდი ითამაშებს. პიკფორდი კარის ხაზის მეკარე არაა, თამაშში აქტიურადაა ჩართული და გამოსვლების არ ეშინია. სანდერლენდის აღზრდილს, ექვსივე ასაკობრივი ნაკრები გამოვლილი აქვს, ხოლო ეროვნულ გუნდში 2017 წლიდან, მხოლოდ 2 თამაში აქვს ჩატარებული.

მეორე მეკარედ გავარდნილი სტოკ სიტის ჯეკ ბატლანდია დასახელებული, რომელიც “შედარებით” გამოცდილია და 2012 წლიდან 7 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მესამე მეკარე,  ბარნლის ნიკ პოუპი კი, საერთოდ მეორედაა გამოძახებული…

ნაკრებში მიღებული გამოცდილების კუთხით, მოქმედი ნაკრების მეკარეების ჯამური მონაგარი 9 თამაშს უტოლდება, რაც ძალიან ცოტაა. თუ დევიდ სიმენს 2002-ში სიბერე დაეტყო და რობერტ გრინს 2010-ში საშუალო გუნდების მეკარეობა, პიკფორდს და მის რეზერვისტებს, საერთაშორისო დონეზე თამაშის ნაკლებობამ შეიძლება დააშვებინოს ისეთი შეცდომები, როგორსაც ინგლისელმა მეკარეებმა მიგვაჩვიეს.

დაცვის ხაზი

დაცვის დალაგება საუთგეიტმა უცნაური ამბით დაიწყო: მარტის ამხანაგურებამდე, მანჩესტერ იუნაიტედის კრის სმოლინგზე თქვა, ბურთით თამაში არ იცის – მე კი მუნდილაზე ისეთი მცველები მჭირდება, რომლებსაც ამ კომპონენტში არ უჭირთო.

სმოლინგი დატოვა, ასევე რეზერვში ჩასვა ბარნლის ჯეიმს ტარკოვსკი, რომელსაც წელს 147 საჰაერო დუელი აქვს მოგებული, რაც ინგლისელ მცველებში მეორე შედეგია. პირველადგილოსნის – რაიან შოუკროსის (154) სტოკმა, მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო 68 გოლი გაუშვა და ლიგიდან გავარდა.

WC 2018 | ახალი ინგლისი - დასპირტული გენიოსების და მილიარდერების გარეშე!

გარი კეჰილი, ჰარი მაგუაიერი, ფილ ჯონსი და ჯონ სტოუნსი – ასე გამოიყურება საუთგეიტის დაცვის ცენტრის ოთხეული. საჭიროების შემთვევაში, ცენტრალურ მცველად თამაში ერიკ დაიერს და კაილ უოკერსაც შეუძლიათ. არადა იყო დრო, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ჯეიმი კარაგერს, ნაკრების ძირითადში მოხვედრაზე ილუზიაც კი არ ჰქონდა – ჯონ ტერი, რიო ფერდინანდი და სოლ კემბელი… დაცვის ცენტრში ასეთი ხალხის გვარები ისმოდა.

გარი კეჰილი ფორმიდან ამოვარდნილია, სიტის ჯონ სტოუნსი უთამაშებელია, ფილ ჯონსი ტრამვისკენ მიდრეკილი ფეხბურთელია და ჰარი მაგუაიერს საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს – ასეთი მოცემულობის დროს, კრის სმოლინგის სახლში გაშვება რამდენად სწორია, ძნელი სათქმელია.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი: “მარაბელაზე სანამ წავიდოდით, იურგენ კლოპი მოვიდა და მითხრა ‘ზაფხულისთვის რამე ხომ არ დაგეგმე?’ არა-მეთქი… ‘ჰოდა, არ დაგეგმო, მსოფლიოზე მიდიხარ!’ – ასე გავიგე გამოძახების შესახებ.“

საუთგეიტის დაცვას სადაც არ უჭირს, ეს ფლანგებია! მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულის ჯო გომესი ტრავმის გამო შემადგენლობიდან ამოვარდა, ინგლისელებს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, კაილ უოკერი, დენი როუზი, კირან ტრიპიე და ეშლი იანგი მწყობრში ჰყავთ.

ალექსანდრ-არნოლდი და უოკერი სუპერ-ფორმაში არიან; ეშლი იანგმა, მცველად ქცეული შემტევის კვალობაზე, კარგი სეზონი ჩაატარა; ხოლო, ჩემპიონთალიგაგამოვლილი სპურსის ბიჭები – კირან ტრიპიე და დენი როუზი პოჩეტინოს როტაციაში მოყვნენ და მიუხედავად ამისა, გასულ სეზონში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ.

დიდი ალბათობით, ცენტრში ადგილს, საუთგეიტის ფავორიტი წყვილი – კეჰილი-სტოუნსი დაიკავებენ, ხოლო ფლანგებზე – მარჯვნიდან კაილ უოკერი, ხოლო მარცხნივ – დენი როუზი დადგებიან. არის მეორე ვარიანტიც, სადაც კარგ ფორმაში მყოფი ტრენტ-ალექსანდრ ანროლდი მარჯვენა მცველად დგას, ხოლო კაილ უოკერი მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციას იკავებს.

წყარო: popsport.com