კეინი არ იქნება?

479

ინგლისის ნაკრების სამედიცინო შტაბს გარისკვა არ სურს და ამიტომაც, შესაძლოა, თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამოტოვოს.

მარტში კეინმა “ბორნმუთთან” დაპირისპირებაში მუხლი დაიზიანა, რის გამოც ექიმების პირველადი ვარაუდით, მას მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ჰარი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა.

“სამი ლომი” პირველ შეხვედრას 18 ივნისს ტუნისელთა წინააღმდეგ გამართავს. გარდა ტუნისისა, გარეთ საუდგეიტის გუნდი პანამასა და ბელგიას შეხვდება.