რამოსი ფირმინოს დასცინის

1374

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა მის მისამართით ატეხილ კრიტიკულ კამპანიაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მუჰამედ სალაჰმა ტრავმა სწორედ რამოსთან ორთაბრძოლისას მიიღო, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასევე სერხიოსთან შეჯახების გამო ლორის კარიუსს ახლაც ტვინის შერყევა აქვს.

“ყველამ კარგად დაინახა, რომ თამაშის წესების დარღვევა სალაჰმა დაიწყო. ახლა კი იმას ამბობენ, რომ კარიუსმა ჩემთან შეჯახების შემდეგ მიიღო ტვინის შერყევა. ბარემ ისიც თქვით, რომ ფირმინო გაცივდა, რადგან ჩემი ოფლი მოხვდა” – ამბობს რამოსი.