უხეირო მარცხი ტესტ შემადგენლობით

471

საქართველოს ნაკრები წლეულს ისე ასპარეზობდა, რომ წაგება კი არა საერთოდ საკუთარ კარში გოლიც არ ჰქონდა გაშვებული, თუმცა ეს სასიამოვნო სერია 5 ივნისს ლუქსემბურგში შეწყდა, სადაც მორიგი სპარინგი ადგილობრივ ნაკრებთან გავმართეთ.

მეტოქის გოლი საჯარიმოში არეულობას მოჰყვა, რომელიც ვახტანგ ჭანტურიშვილის ბურთის ვერ მოგერიებამ და დაცვის დაგვიანებამ გამოიწვია. გოლის ავტორი აურელიენ იოჰიმი გახდა.

ვაისმა ეს შეხვედრა სრულიად ექსპერიმენტებს დაუთმო და დავით ხოჭოლავა, რომელიც ამპულით ცენტრალური მცველია საყრდენობა ჩააბარა, ცენტრში კი კაშია-დვალი დატოვა, რამაც დიდად ვერ გაამართლა.

პირველ 10 წუთში საქართველოს ნაკრებს ორი მომენტიდან ერთი მაინც რო გამოეყენებინა ალბათ სულ სხვა თამაშს ვიხილავდით. ხარაიშვილსაც და ჭანტურიშვილსაც მიზნამდე ცოტა დააკლდათ. პირველი ტაიმი უკეთ უნდა შეფასდეს, ხოლო მეორეში მეტოქემ აშკარად გამოასწორა თამაში და ქართველებიდან ოთარ კიტეიშვილს, რომელსაც მეკარემ ორჯერ აუღო თანაგუნდელები ვერაფრით ეხმარებოდნენ. ასევე აქტიური ნიკა კაჭარავა, აი, საბა ლობჟანიძემ კი სუსტად ითამაშა.

ამ ეტაპზე რთული სათქმელია ერთა ლიგამდე იქნება თუ არა კიდევ მატჩები, მაგრამ ჩემი აზრით ამ წაგებისგან ტრაგედია, ნამდვილად არ უნდა შეიქმნას. ერთა ლიგის დაწყებამდე ზუსტად 3 თვე რჩება და შესაძლოა წაგება სამომავლოდ კარგიც იყოს, თანაც, როდესაც ტესტ შემადგენლობით თამაშობ, მითუმეტეს არაფერია საგანგაშო.

და ბოლოს ვთქვათ ლუქსემბურგის ბოლოდროინდელ პროგრესზე, სადაც 2017 წლის ივნისიდან დღემდე ამხანაგურად აჯობა ალბანეთს(2-1), უნგრეთს(2-1) და მალტას(1-0), ხოლო სენეგალს მოახლოებული მუნდიალის ერთ-ერთ მონაწილესთან ნულოვანი ფრე ითამაშა.

რაც შეეხება ლუკ ჰოლცის ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრებში მოუგო ბელარუსს(1-0), სტუმრად ეთამაშა ფრე ბულგარეთს(1-1) და შინ არ წააგო მსოფლიო პირველობის ერთ-ერთ ფავორიტთან საფრანგეთის ნაკრებთან(0-0).

ლუქსემბურგი – საქართველო 1:0 (0:0)

 5 ივნისი. ლიოტცებერგი. “ჟოზი ბარტელი“

 ლუქსემბურგი: მორისი (შიონი 46), იანსი, და მოტა (კარლსონი 85), მაჰმუტოვიჩი (მალგე 71), იანიში, ვ.ტილი (სინანი 57), ო.ტილი (სკენდეროვიჩი 46), მარტინსი, ჟერსონი, ტურპელი, იოაჰიმი (მუტში 76)

მთავარი მწვრთნელი: ლუკ ჰოლტცი

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური (გეგეჭკორი 89), ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (შერგელაშვილი 79), კანკავა, აბურჯანია (კიტეიშვილი 56), ხარაიშვილი (დვალი 56), ბერიძე (ლობჟანიძე 46), ჭანტურიშვილი, კაჭარავა (ზივზივაძე 62)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: 1:0 იოაჰიმი (69)